29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
დღის ბოლომდე აჭარაში გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი - თორნიკე რიჟვაძე

აჭარაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. წითელ ზონაში ეპიდსიტუაციის შესახებ განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ რეგიონში სიტუაცია კონტროლირებადია:

"ვითარება არის რთული, თუმცა არის აბსოლუტურად მართვადი, ვინაიდან ჩვენ დღეის მონაცემებით, არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე.

იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის პილოტურად აჭარაში ამოქმედდა მთელი რიგი ახალი პროტოკოლები, როგორც ბინაზე მართვის ნაწილში, ასევე დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდსტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმების შესაბამისად დღეს უკვე დღის ბოლომდე აჭარაში გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომელიც როგორც ჰოსპიტლებიდან, ასევე კოვიდ სასტუმროებიდან ბინაზე გაეწერება," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები