29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
თბილისის #10 საჯარო სკოლის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ

თბილისის #10 საჯარო სკოლის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. ისინი დღესაც განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ყოფილი დირექტორის ბელა ხუბუტიას გათავისუფლება გააპროტესტეს.

რაიმე ნიშნით დევნას არ ადასტურებენ განათლების სამინისტროში, სადაც განმარტავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა ეტაპობრივად ეწურებათ, ეს კი სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი.

დღის ამბები