29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
მსუბუქ კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არქმევენ თავდასხმას და რეალური თავდასხმების დროს არიან ჩუმად - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეალური თავდასხმების დროს ჩუმად არიან.- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას ეხებოდა, ომბუდსმენის მიმართ „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი კობახიძის  შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც მან "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

"ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მიერ განხორციელებულ მსუბუქ კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არქმევენ თავდასხმას და რეალური თავდასხმების დროს არიან ჩუმად.

შემიძლია დაგიდასტუროთ ნინო ლომჯარიას მიმართ პატივისცემა, მაგრამ თუ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, განცხადებებზე ვიკითხავთ წყაროს და მივიღებთ პასუხს, რომ ანონიმურია და ვერ გეტყვით, ეს არის სამარცხვინო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები