29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ქვემო ქართლის სამივე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ქვემო ქართლის სამივე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" კორონავირუსის იზოლაციის პაუზის შემდეგ, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ჩვენ ძირითადად ვხელმძღვანელობთ კრიტერიუმით - საზოგადოებრივი ნდობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული კანდიდატები,"- აცხადებს პარტიის გენერალური მდივანი მარიამ ჯაში.

მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში - თამარ ჭონიშვილი, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქში კი პარტიის სახელით ამირან კორტი იბრძოლებს.

"არ დავზოგავ ძალას იმისათვის, რომ გარდაბნისა და მარნეულის ნებისმიერი მოქალაქისთვის პარლამენტში პირდაპირი გზამკვლევი ვიყო," - განაცხადა თამარ ჭონიშვილმა.

პარტიის სახელით რუსთავში ილია ლობჟანიძე იქნება წარმოდგენილი. მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა, გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ წარადგინეს.

დღის ამბები