29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
COVID-19-ით რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 32-ს შეადგენს. ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ აისახა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მისივე თქმით, ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში იყო თანმდევი დაავადებები.

მინისტრის თქმით, დაკვირვევით გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 5,552 დადასტურებული შემთხვევაა.

დღის ამბები