აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები გრძელდება. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა სამხედროებმა სომხეთის საბრძოლო მასალის 3 საწყობი და 20-ზე მეტი ტანკი გაანადგურეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი სომხეთის მხარეს 550-ს აჭარბებს.
მსხვერპლის შესახებ მანამდე განცხადება გაავრცელა ოფიციალურმა ერევანმაც. მათი ცნობით, შეტაკებების დროს 200 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.
მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები
სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გუშინ გამოცხადდა.