29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
25-27 სექტემბერს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ონლაინფორმატში გაიმართება

25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე 22-ედ, თუმცა - ფესტივალის ისტორიის მანძილზე პირველად სრულად ონლაინფორმატში გაიმართება. 

ფესტივალის ინიციატორები და მხარდამჭერები პოსტპანდემიურ დროს ამ ფორმასა და საშუალებას დასჯერდნენ, რათა წყვეტა არ მომხდარიყო მკითხველს, მწერლებსა და გამომცემლებსა შორის.

ყველაფერი დაიგეგმა ზუსტად ისე, როგორც ტრადიციული ფესტივალისას ხდება ხოლმე.

25 სექტემბერს 12:00-ზე ფეისბუქ გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში დაიწყება.

მკითხველს სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებენ. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა კი განხორციელდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე. იქნება ახალი გამოცემები, ახალი თარგმანები, საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები ყველაფერი ზუსტად ისე როგორც ფიზიკური სახით შეიძლება ყოფილიყო, მხოლოდ - ახლა ვირტუალურ სივრცეში.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 3 დღის განმავლობაში, მკითხველებს, დამთვალიერებელსა და გამომცემლებს ვირტუალურ სივრცეში უმასპინძლებს.

დღის ამბები