29 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება უნდა ის 41 შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის - 5-ს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილება უნდა ის 2-ს - გიგი უგულავა

"ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ლიდერებმა რუხში შეკრებილ მოსახლეობას სამომავლო ხედვა და ის პრიორიტეტები გააცნეს, რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ მუშაობს.

მოსახლეობას სიტყვით მიმართა "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ.

"დღესაც ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს, როგორ დავიცვათ თავი ოკუპაციისგან და როგორ განვავითაროთ ეკონომიკა. ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება უნდა, ის 41-ს შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის ის 5-ს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილება უნდა ის 2-ს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები