საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი," - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.