29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან წამოსული ინფორმაცია სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს exmaureba და აცხადებს, რომ კონფლიქტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან წამოსული ინფორმაცია სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამხედრო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული სამომავლო ესკალაცია. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაუყოვნებლივ დაბრუნება ერთადერთი გზაა“-განაცხადა შარლ მიშელმა.

ინტენსიური სროლა, მათ შორის, მძიმე შეიარაღების და ტექნიკის გამოყენებით მხარეებმა დილის საათებში განაახლეს. როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ დრომდე დადასტურებულია სტეპანაკერტში 2 სამოქალაქო პირის დაღუპვა. ვრცელდება ცნობა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ.

დღის ამბები