29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისკენ - ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

"ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისკენ. დაუყოვნებლივ საჭიროა, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებებთან დაბრუნება, წინაპირობების გარეშე“-" განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ინტენსიური სროლა, მათ შორის, მძიმე შეიარაღების და ტექნიკის გამოყენებით მხარეებმა დილის საათებში განაახლეს. როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ დრომდე დადასტურებულია სტეპანაკერტში 2 სამოქალაქო პირის დაღუპვა. ვრცელდება ცნობა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ.

დღის ამბები