29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

აზერბაიჯანს მხარს ღიად უჭერს თურქეთის პრეზიდენტი და ამბობს, რომ მისი პარტნიორის გვერდით დგას.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საერთაშორისო საზოგადოებას ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სომხეთის აგრესია კვლავ უყურადღებოდ დარჩა.

"თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია აუცილებელი, ადექვატური რეაქცია გამოხატოს სომხეთის აგრესიაზე, კიდევ ერთხელ აჩვენა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. მინსკის ტრიო, რომელიც 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა თავის დაუდევარ პოზიციას, არ არის კონფლიქტის დარეგულირებისკენ ორიენტირებული“- განაცხადა ერდოღანმა.

ინტენსიური სროლა, მათ შორის, მძიმე შეიარაღების და ტექნიკის გამოყენებით მხარეებმა დილის საათებში განაახლეს. როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ დრომდე დადასტურებულია სტეპანაკერტში 2 სამოქალაქო პირის დაღუპვა. ვრცელდება ცნობა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ.

დღის ამბები