29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს - სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას ფოკუსირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ომმა დიდი მასშტაბები შეიძინოს და რეგიონს გასცდეს.

"​მოვუწოდებ ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ფოკუსირებული იყოს ამ სიტუაციის სერიოზულობაზე.

ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება ყველა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ომი, შეიძლება, ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა,"- განაცხადა ნიკოლო პაშინიანმა.

დღის ამბები