აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა.
თუ მას სენატი დაამტკიცებს, კონსერვატორი ემი კონი ბარეტი სასამართლოში ლიბერალ რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილს დაიკავებს, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა.
წარდგენისას პრეზიდენტმა ტრამპმა კანდიდატს ნიჭიერი და ბრწყინვალე პროფესიონალი უწოდა, გარდაცვლილს კი – ამერიკის ლეგენდა. ტრამპის აღსანიშნავია, რომ ბარეტმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.