29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ემოციური ჩანაწერი თამარ ბაჩალიაშვილის აუდიო დღიურიდან და დაკავება ფოტოების ფალსიფიკაციისთვის - ახალი მტკიცებულებები გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში

ცუდად ვარ, მიჭირს, დავიღალე - თამარ ბაჩალიაშვილის ეს ფრაზები ისმის იმ აუდიო-მასალაში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. ჩანაწერი ერთ-ერთია იმ მტკიცებულებებიდან, რომელიც პროკურატურას თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებაში ეხმარება.

გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი კი, გამოძიებას ისევ უნდობლობას უცხადებს. პარალელურად კი ახალი დეტალები იკვეთება, დავით ფურცხვანიძეზე, რომელსაც დღეს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულს ე.წ. სატელიტის ფოტოების ფალსიფიკაციას ედავებიან და როგორც "კურიერმა" გაარკვია, პროკურატურის მტკიცებულებებს შორისაა ფურცხვანიძის შვილის ჩვენებაც და შესაძლოა საქმეში ახალი ბრალდებულებიც გაჩნდნენ.

ბრალდებული დავით ფურცხვანიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

დღის ამბები