29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
აჭარაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ამოქმედებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია - ზღვისპირა რეგიონი ეპიდაფეთქების ეპიცენტრად რჩება

აჭარაში, მწვანე ზონის სტატუსის შენარჩუნების ფონზე, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა.

რეგიონი ამ დროისთვის, ეპიდაფეთქების მთავარი ეპიცენტრია. ახალი აკრძალვები შეეხო რესტორნებსაც, დაწესებულების სამუშაო საათები მკაცრად განისაზღვრა და 22:00 საათიდან ყველა კვების ობიექტი უნდა დაიხუროს.

შავიზღვისპირეთში აკრძალვები დაწესდა სატრანსპორტო გადაადგილებაზეც. ამ ფაქტს კი, მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

ბათუმის სანაპირო ზოლი ტურისტებისგან თითქმის ცარიელია. წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის თარიღი ჯერჯერობიც უცნობია. ხელისუფლება გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით მიიღებს.

ავტორი:ლევან ფანცხავა.

დღის ამბები