29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ოკუპაციის და პანდემიის ტყვეობაში - ახალგორში ჩარჩენილები დახმარებას ითხოვენ

როგორია ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანების განწყობა.

პანდემიის მიზეზით უკვე რამდენიმე თვეა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს.

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილებმა ახლა უკვე ხმამაღლა დაიწყეს იმ ყოველდღიურ პრობლემებზე საუბარი, რომელიც დღითიდღე უფრო მწვავე ხდება.

ვიდეო-მასალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტს, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის არ არსებობაც ემატება.

ახალგორში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ადგილზე მონიტორინგის საშუალებას ოკუპანტები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც არ აძლევენ. დღეის მონაცემებით კი, გაურკვეველი რჩება, როდის მიეცემათ პენსიონერებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება.

დღის ამბები