29 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
28-ე გარდაცვლილი პაციენტი და Covid-19-ის 300-მდე ახალი შემთხვევა - როგორია პანდემიის გავრცელების არეალი საქართველოში

კორონავირუსმა კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა ასევე, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო ზონაშიც, თუმცა ეს შემთხვევა ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება, რადგან სიკვდილის მიზეზი COVID-19 არ არის.

ინფიცირების დღევანდელი მონაცემები კი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალია. გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 296 პირს დაუდგინეს. აჭარის შემდეგ, ვითარება მძაფრდება გურიაში, COVID-19-მა პენიტენციურ დაწესებულებაშიც შეაღწია.

ინფიცირებულია რუსთავის ციხის თანამშრომელი, თუმცა უწყების ინფორმაციით, მას პატიმრებთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ აჭარაში ინფიცირებულმა სამმა ორსულმა დღეს იმშობიარა და არცერთ ახალშობილს COVID-19 არ დაუდასტურდა.

დღის ამბები