29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 90 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 20 სექტემბერს სუნთქვის უკმარისობით და პნევმონიის ნიშნებით შეიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 216  ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 41-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 118 პაციენტი გადის, მათგან 114-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 14 პირი, საშუალო სიმძიმისაა 25.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1286-ია. გამოჯანმრთელდა 369, გარდაცვლილია 9.

დღის ამბები