29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
დავით ფურცხვანიძის უფლებადამცველი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

დავით ფურცხვანიძისადმი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, მისი უფლებადამცველი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

"რადგან მან მიიჩნია, რომ პირის პატიმრობაში დატოვება, ალბათ საჭირო იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვიზიარებ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ და სათანადო წესით მოხდება მისი გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში,"- აცხადებს დავით ფურცხვანიძის ადვოკატი ნოდარ მესხი.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ფურცხვანიძის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად არის შეფასებული სასამართლოს მიერ. 

"ფურცხვანიძის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად არის შეფასებული და ამ საქმეზე კვალიფიკაცია განისაზღვრა იმ საფუძვლებით, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი გვაძლევს. ჩვენ საქმე გამოვყავით, რომელიც შეეხებოდა იმ ფაქტებს, რაც გამოძიებას გააჩნდა," - აღნიშნავს პროკურორი დავით გუმბერიძე.

დავით ფურცხვანიძე პატიმრობაში დარჩა - აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურა ბრალდებულის საპყრობილეში დატოვებას ითხოვდა, რადგან უწყებას მიაჩნია, რომ თავისუფლების შემთხვევაში, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ბრალდებულს გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, ე.წ. სატელიტის ფოტოების ფალსიფიკაციას ედავება. როგორც კურიერმა გაარკვია, მტკიცებულებებს შორისაა ფურცხვანიძის შვილის ჩვენებაც და შესაძლოა საქმეში ახალი ბრალდებულებიც გაჩნდნენ.

დღის ამბები