29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ მოქალაქე სახალხო დამცველს წერილით მიმართავს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ მოქალაქე გოგა ქუჩლორია სახალხო დამცველს წერილით მიმართავს. ქუჩლორიას განცხადებით, საუბარია პირად მიმოწერებზე, სადაც ნათელაშვილი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. 

"ფაქტი ეხება "TV პირველზე" ინგა გრიგოლიასა და შალვა ნათელაშვილის ყოვლად დაუშვებელ მიმართვას, ჩანაწერი დაახლოებით 2017 წელს არის გაკეთებული. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბატონი შალვა გამოირჩევა მსგავსი გამონათქვამებით. მას დავუსვით კრიტიკული და მისთვის მიუღებელი შეკითხვა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სააკაშვილთან და მან უწმაწური სიტყვებით მიპასუხა. ეს არის არის მიუღებელი იმ ადამიანისგან განსაკუთრებით, ვისაც პრეტენზია აქვს იყოს პარლამენტის წევრი,"- აღნიშნა გოგა ქუჩულორიამ

​ნათელაშვილის თქმით, ეს მის მიმართ მორიგი პროვოკაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

"სახალხო დამცველთან გაჟღერებულ საჩივრებს რაც შეეხება, ეს უკვე ტრადიციად იქცა. ჯერ ფერმერთა ნაწილს აჩივლებინეს, რომ თურმე მე ფერმერების წინააღმდეგი ვარ, შმდეგ სამ "ქოც" ქალბატონს აჩივლებინეს, რომ თურმე მე ქალთა და კაცთა თანასწორობას არ ვაღიარებ და ახლა კი ვიღაც ახალ პროვოკატორს აჩივლებინეს ჩემს წინააღმდეგ, თურმე რასისტულ თეორიას ვქადაგებ, ეს 21-ე საუკუნის საანეგდოტო ვითარებაა,"- აღნიშნა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები