29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
სიკვდილი კარანტინში - მომხდარი ფაქტის დეტალებზე ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირები ჯერჯერობით არ საუბრობენ

სიკვდილი კარანტინში - გარდაიცვალა 29 წლის მამაკაცი. შემთხვევა თელავში, ერთერთ სასტუმროში მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, პერსონალმა გარდაცვლილი საკუთარ ნომერში ნახა. ის საქართველოში ორი დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც სასტუმროში მოათავსეს. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მომხდარი ფაქტის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირები:

"გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ რადგან საკითხი ეხება უკანასკნელ საათებში მომხდარ ფაქტს, მე დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

დეტალებზე ვერ საუბრობს ვერც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, არც სასტუმროს ადმინისტრაციაში, სადაც საკარანტინო ზონაა განთავსებული.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები