29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"ლეიბორისტულმა პარტიამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

"ლეიბორისტულმა პარტიამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.  წარდგენის ცერემონია მეტეხის ტაძართან გაიმართა.

"ვართ 10 ნომერი და გვყავს 10 რჩეული მაჟორიტარი," - განაცხადა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ოპოზიციური შეთანხმებით წარდგენილია ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში.

"მე ჩემს ნაძალადეველებს ვეუბნები, რომ ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრიც," - განაცხადა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარდგენილი არიან

ნაძალადევის  ოლქი - შალვა ნათელაშვილი  
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქი - ნიკა ვარდოშვილი
რუსთავის ოლქი - მიხეილ ქუმსიშვილი
მარნეულისა და გარდაბნის ოლქი- ალი ბადიროვი
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქი- თემურ წიკლაური
ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის ოლქი - გიორგი ჩიტარური
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქი - ბექა ნათელაშვილი
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქი- სამსონ გუგავა
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქი- დავით მამალაძე
ბათუმის ოლქი - ტარიელ კალანდარიშვილი

შალვა ნათელაშვილის თქმით, აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე "ლეიბორისტული პარტიის" სიის სათავეში იქნება ზურაბ ლომია, ქუთაისის მერობის კანდიდატად ლეიბორისტულმა პარტიამ  ირაკლი კიკვაძე, ხოლო კასპის მერობის კანდიდატი ოთარ ქოსაშვილი დაასახელა. თბილისის საკრებულოში კრწანისის ოლქის დეპუტატის კანდიდატად  მამუკა ჯუღელი დასახელდა. ასევე დასახელდა მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრობის კანდიდატებიც ონში მარიამ გოჩალეიშვილი თელავში თამარ მენაბდიშვილი და მანგლისში თათია მაისურაძე.

დღის ამბები