29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტულმა პარტიამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ცერემონია მეტეხის ტაძართან გაიმართა. "ლეიბორისტების ლიდერმა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზადაა პრემიერ-მინისტრის პოტი დაიკავოს, თუ ეს ხალხის ნება იქნება:

"მეტეხის წმინდა ადგილიდან შევპირდით, რუს ოლიგარქ ივანიშვილს,  რომლის სასახლე აგერ ჩანს, რომ მისგან არაფერს აღარ დავტოვებდით იმ ტყუილისა და გადაგდებისათვის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და ეს დაპირება მას შევუსრულეთ. ჩვენ გავაერთიანეთ ყველა პოლიტიკური პარტია. გვერდზე დავიყენეთ მთელი დემოკრატიული მსოფლიო და ახლა 31 ოქტომბერს პატარა წკიპურტი უნდა და ამ ქაჯეთის ციხისგან არაფერი აღარ დარჩება. მე მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი თუ იქნება ხალხის ნება.“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები