29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
კორონავირუსის საშიშ ზონებს შორის გურიაც მოექცა, სადაც დღეს 9 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი ისევ ძლიერდება, ყველაზე საშიშ ზონებს შორის კი დღეს იმერეთიც მოექცა. რეგიონმა შემთხვევათა რაოდენობით დედაქალაქს გადაუსწრო და ანტი-რეკორდების სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. კორონავირუსის საშიშ ზონებს შორის მოექცა გურიაც, სადაც დღეს 9 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც დაინფიცირებულთაგან ერთი ადგილობრივი მერიის თანამშრომელია, 5 კი აჭარა ე.წ. ტექსტილის კლასტერს უკავშირდება.

"როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მას ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, სასწრაფოდ ჩაუტარდა ტესტი. პირველ ჯერზე ტესტმა კორონავირუსზე პასუხი უარყოფითი აჩვენა, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. როდესაც მას განმეორებით ტესტირებაზე დადებითი პასუხი გამოუვლინდა, უკვე ამ პერიოდისთვის მერიის არცერთ თანამშრომელთან შეხება არ ჰქონია. 

დაინფიცირებულთაგან 5 აჭარა ტექსტილის კლასტერს უკავშირდება, 3 ინფიციერბულთან კონტაქტია, ერთი კი იზოლაციაში იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგები ამ დროისთვის კონტაქტებზე მუშაობენ,"- აცხადებს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.

ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც დაბა ლაითურისა და აჭარა ტექსტილის კლასტერები ფართოვდება.

რაც შეეხება ქუთაისს, ქუთაისის კლინიკა ”ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 3 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. 

დღის ამბები