29 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
5 წელია ერთი სახელი და გვარი ვერ დამიდგინე და 5 წელია საუბრობ დაშინებაზე და მუქარაზე, სირცხვილი არაა? - ირაკლი კობახიძე ომბუდსმენზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნოდ დაშინებებზე და ზეწოლაზე საუბრობდა.

ირაკლი კობახიძე აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს.

"2012 წელს, როცა იყო მუქარა, შანტაჟი, იძულება და ყველაფერი, მილიონობით ფაქტი იცოდნენ ადამიანებმა, არაფერი არ სჭირდებოდა ამას და შეიძლება გესმოდეს ამდენი წელი, 2016, 2018, 2020 და ა.შ. და ერთი ადამიანი არ გამოდიოდეს.

მე რომ ვიყო, წარმოიდგინეთ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, მივდივარ ომბუდსმენთან და ვეუბნები, რომ ჩემზე არის ზეწოლა, გთხოვთ ჩემი სახელი არ დაასახელოთ... ჯერ უპასუხისმგებლობაა.

იგივე სკანდალი თქვენ არ გახსოვთ    ID ბარათებთან დაკავშირებით? თავი რომ ჩაღუნა ომბუდსმენმაც და მთელმა არასამთავრობო სექტორმა?! გამოვიდნენ და ზუსტად მასევე თქვეს, რომ არ ასახელებდნენ საკუთარ გვარებს, მაგრამ იბეჭდებოდა სადღაც ID ბარათები. ბოდიშიც არ მოუხდიათ მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ყველაფერი იყო ნათელი.

იგივე სამარცხვინო რამეა ესეც, როდესაც შენ გამოდიხარ და უპასუხისმგებლოდ აკეთებ ასეთ განცხადებებს, როდესაც ერთი სახელი და გვარის დასახელება არ შეგიძლია და როცა ეს წლებია გრძელდება. ეს სამარცხვინოა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც CRRC-ის NDI-ს შემთხვევა.

სახალხო დამცველი არის ინსტიტუტი და ელჩი ამ შემთხვევაში სცემს პატივს ინსტიტუტს, მაგრამ ამ ინსტიტუტის უკან, რომ იგივე სამარცხვინო რამე დგას, ამას ხომ ვერ გაუწევს ბოლომდე ანგარიშს ამერიკის ელჩი. 5 წელია ერთი სახელი და გვარი ვერ დამიდგინე და 5 წელია საუბრობ დაშინებაზე და მუქარაზე, სირცხვილი არაა?

"ქართულმა ოცნებამ" ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენის ინსტიტუტი, ეს იყო რეალობა. პირდაპირ იყო ასეთი თხოვნა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენი და ეს ოპოზიციონერი ომბუდსმენი ახლა აკეთებს ამ განცხადებებს და მართლა სირცხვილია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები