29 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
რამდენად არის მზად ქვეყანა კიბერსაფრთხეებს უპასუხოს - თბილისს პარტნიორებმა სტრატეგიის დროულად შემუშავებისკენ მოუწოდეს

რამდენად მზადაა ქვეყანა იმისთვის, რომ კიბერსაფრთხეებს უპასუხოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოახლოვდა - 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ინტერესი მაღალია, არჩევნებში კრემლის ჩარევის მაგალითები ამერიკასაც და ევროპასაც მრავლად აქვს. საქართველო კი არჩევნებს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის გარეშე ხვდება.

ქვეყნის კიბერისტორია უახლოეს წარსულში 3 მასშტაბურ შეტევას ითვლის, სამივეში კვალი პირდაპირ თუ ირიბად ჩრდილოეთით მიდის. დოკუმენტი, რომელიც წლებია დამუშავების პროცესშია, კიბერუსაფრთხოების პირველ ფორუმზეც განიხილეს. ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან რისკებს ხედავს პრემიერიც.

ის, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესი ინფორმაციულ სისტემებში დაცული აქტივებია - იციან პასუხისმგებელმა ორგანოებმაც. სუსში ამბობენ, რომ მოწინააღმდეგის მიზანი სისტემების არქიტექტურის შესწავლა და მოწყვლად წერტილებზე დარტყმაა. უწყება საკანონმდებლო ბაზითაა უკმაყოფილო, რადგან თვლიან, რომ იგი მოქნილობის საშუალებას არ იძლევა. თემის სტრატეგიულობიდან გამომდინარე კონკრეტიკას ერიდება შსს.

სტრატეგიის დროულად შემუშავებისკენ მოუწოდეს თბილისს დღეს პარტნიორებმა. სწორედ მათი დახმარებით მოხდა 2019 წლის ოქტომბრის მასშტაბური კიბერთავდასხმის გამოძიება. დიპკორპუსის პოზიციიდან, არც ერთ ქვეყანას აქვს უნარი კიბერსივრცე დამოუკიდებლად დაიცვას - რაც ერთად დგომის მნიშვნელობას აჩვენებს.

დღის ამბები