29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"ვნახე ქართველები, კარგად არიან, ელოდებიან გათავისუფლებას" - საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს

86 დღიანი ტყვეობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი იხსენებს, როგორ აიძულეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა წინასწარ დაწერილი ტექსტით ცრუ ჩვენების მიცემა და იმის თქმას, რომ ე.წ. საზღვრის კვეთის მიზეზი ღამურები იყო, რომელსაც შემდგომ უკვე თბილისში ლუგარის ლაბორატორიაში ყიდდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საუბრისას ყოფილმა მძევალმა პირველად სწორედ იმ პროპაგანდისტულ ვიდეოზე ისაუბრა, რომელიც კრემლმა ზემოხსენებულ ლაბორატორიაზე თავდასასხმელად გამოიყენა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მოწოდებაც ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალის დატოვების შემდეგ მოახერხა, იმ ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომლებიც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან.

ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შემდეგ სოფელ ქვემო ჭალაში ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რომ ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ტყვეობიდან სახლში მალე დააბრუნებენ. 33 წლის ფეხში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ერთადერთი არაა, ვინც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან თავის დაღწევას ელოდება. გენადი ფესტაევიც უკვე რამდენიმე თვეა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.

დღის ამბები