29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ზალკალიანის მიერ ნახსენები 2006-2007 წლის შეთანხმება ჩემთვის უცნობია და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი - დავით გარეჯის მკვლევარი ლადო მირიანაშვილი

ისტორიკოსი, დავით გარეჯის მკვლევარი ლადო მირიანაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს ერთადერთი ხელჩასაჭიდი რუკა აქვს და ეს არის 1938 წელს შექმნილი რუკა.

მისი თქმით, ბატონი დავით ზალკალიანის განცხადება 2006-2007 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით გასაკვირი და მოულოდნელი იყო, რადგან ამის შესახებ არავითარი სახის ინფორმაცია არ ჰქონდა.

"როდესაც ბატონმა ზალკალიანმა ბრძანა გარკვეული კარტოგრაფიული რუკების გადაცემაზე, აქ საუბარია, მგონი ზუსტად 1938 წლის რუკაზე, რადგან სხვა უფრო ხელჩასაჭიდი რუკა ჩვენ არ გაგვაჩნია. ხოლო, რაც შეეხება 2006-2007 წლის შეთანხმებას, რომელიც ზალკალიანმა ახსენა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთი შეთანხმების შესახებ მე არაფერი ვიცოდი.

კომისიის წევრებთან პერიოდული შეხვედრების დროსაც, მე რამდენჯერმე მაქვს ნახსენები, ხომ არის ეს ერთადერთი შეთანხმებათქო და ამაზე გარკვეულწილადმ კვერს მიკრავდნენ. მაშინაც მათ არანაირი სხვანაირი მოსაზრება არ გამოუთქვამთ,"- განაცხადა ლადო მირიანაშვილმა.

დღის ამბები