აზერბაიჯანის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ სომხეთის საზღვართან კონფლიქტის ზონაში სამი სოფელია დაბომბილი.
მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანული პოზიციები, სომხეთის საზღვართან, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 69-ჯერ დაბომბეს, იყო გასროლები ტყვიამფრქვევიდანაც.
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. სომხეთს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რამდენიმე დღის წინ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ ერევანს დააკისრა.