29 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ახალი რეგულაციები და წერტილოვანი იერიში კორონავირუსის წინააღმდეგ - რა სტრატეგია შემუშავდა პანდემიასთან ბრძოლის მიმდინარე ეტაპზე

საქართველოში სწავლა განახლდება, თუმცა ნაწილობრივ და სხვადასხვა წესებით. ზუსტად 6 დღეში დიდი ქალაქების უმრავლესობაში სკოლის ზარი დაირეკება.

თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი - ამ ქალაქებში სკოლებში სწავლა I-დან VI კლასის ჩათვლით განახლდება. ზედა კლასები კი ისევ დისტანციურ რეჟიმში რჩებიან.
ფოთი და გორი, აქ ყველა კლასის მოსწავლე დაბრუნდება საკლასო ოთახში. ამასთან მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად განაგრძონ, არჩევანის საშუალება ეძლევათ.

საქართველო წერტილოვან დარტყმებზე გადადის. ხელისუფლება ცდილობს, ახალი რეგულაციები ისე დაწესდეს, რომ არც ქალაქები ჩაიკეტოს და არც ეკონომიკა გაჩერდეს.

ლოკალური, წერტილოვანი შეზღუდვები იქ, სადაც ინფიცირების მაღალი რისკის ზონაა - ასე განმარტავს მთავრობა სტრატეგიას, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მიმდინარე ეტაპისთვის შემუშავდა. დღეს პრემიერმინისტრმა არსებული ვითარება დაასათაურა როგორც ადაპტაციისა და მართვის ეტაპი და განაცხადა, რომ გამოწვევების მიუხედავად საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი რგოლები არათუ უნდა გაჩერდეს, არამედ ადაპტირებული ფორმით უნდა ამუშავდეს. 

დღის ამბები