29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ბელარუსში ფარულად ჩატარებული ინაუგურაცია გააპროტესტეს - ცოცხალი ჯაჭვით გამოხატული პროტესტს 400-მდე აქტივისტის დაკავება მოჰყვა

ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში გრძელდება. მომიტინგეებმა ლუკაშენკოს ინაუგურაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და გზები გადაკეტეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია 400-მდე აქტივისტი, არიან დაშავებულებიც.

ასევე განცხადებები გაავრცელეს შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში. მათ ინაუგურაციას ფალსიფიცირებული უწოდეს და ბელარუსს ხელახალი არჩვენების ჩატარებისკენ მოუწოდეს. მედიის ინფორმაციით, ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო დიდი ბრიტანეთი სანქციებს ამზადებს.

თავად ლუკაშენკო კი აცხადებს, რომ ინაუგურაცია საიდუმლო არ ყოფილა და არჩევნების აღიარება მას არასდროს არავისთვის უთხოვია. 

ლუკაშენკოს წასვლისკენ მოუწოდებს ლიეტუვაში გახიზნული ოპოზიციის ლიდერიც. სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ ერთადერთი ლიდერი რომელიც ბელარუსმა ხალხმა ლეგიტიმურად აირჩია, თავადაა.

ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე მონიტორინგს აწარმოებს გაერო. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დრომდე საპატიმროში 10 000-ზე მეტი ადამიანი მოხვდა, ასობით მოქალაქე კი წამების მსხვერპლი გახდა. 

დღის ამბები