ლეგენდარულ შვედ ფეხბურთელს, "მილანის" თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კლუბიც.
COVID-19-ზე დადებით ტესტს გამოეხმაურა თავად ფეხბურთელიც
"გუშინ COVID-19-ზე ჩემი ტესტი უარყოფითი იყო და დღეს დადებითი. არანაირი სიმპტომი არ მქონია. კოვიდს ჩემთან დაპირისპირებისთვის გამბედაობა ეყო. ცუდი იდეაა,"- წერს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტვიტერზე
კლუბში აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ აცნობეს "შესაბამის ორგანოებს" და იბრაჰიმოვიჩი კარანტინის პერიოდს სახლში გაატარებს.