29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
რუსეთში ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს და ბინა დააყადაღეს

ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს - ინფორმაცია ნავალნის პრესსპიკერმა გაავრცელა.

"ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება."- აცხადებს კირა იარმიში.

მოწამვლისა და რამდენიმე დღიანი კომის შემდეგ, ალექსეი ნავალნის 32 დღიანი მკურნალობა დასჭირდა, ის  ბერლინის საავადმყოფოდან  რამდენიმე დღის წინ გაწერეს. ექიმები მის სრულად გამოჯანმრთელების შესაძლებლობას რელურად მიიჩნევენ.

დღის ამბები