29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ანა დოლიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით პარლამენტში დავით ზალკალიანის დაბარებას ითხოვს

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე პარლამენტსა და ოპოზოციას მიმართავს და მოითხოვს  სასწრაფოდ დაიბარონ პარლამენტში დავით ზალკალიანი და მას საქართველოს მოსახლეობის სახელით  კითხვები დაუსვან. 

"ჩვენი ხელისუფლების უნიათობა, მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაცვის საკითხი - ძალიან კარგად ჩანს ბორდერიზაციის პროცესში. როდესაც კვადრატულ მეტრებს ვკარგავთ და ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სრული უფლება სერიოზული კითხვის ნიშნები გვქონდეს ზალკალიანის დღევანდელ განცხადებაზე დავით გარეჯთან მიმართებაში. 

დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან ბურუსით არის მოცული. ხელისუფლებამ არ მიპასუხა ერთი წლის წინაც, როდესაც ამ პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზა წარვადგინე. ჩვენმა ხალხმა არ იცის რა ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენი ხელისუფლება აზერბაიჯანთან გარეჯთან მიმართებაში. შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას და ოპოზიციას, რომ სასწრაფოდ დაიბარონ ბატონი ზალკალიანი პარლამენტში და საქართველოს მოსახლეობის სახელით, მწვავე კითხვები დაუსვას,"- განაცხადა ანა დოლიძემ. 

 

 



 

 



 

 

დღის ამბები