ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაშია.
ამის მიზეზი ზუგდიდში ტაძრის მგალობელისტვის კორონავირუსის დაუდასტურება გახდა. მგალობელი 21 სექტემბრის ღამისთევის წირვას დაესწრო. წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აღავლენდა.
ამასთან, იმის გამო, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაშია, კვირას ტაძარში წირვა ვერ ჩატარდება.