29 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ოჯახში ძალადობის გამო დააკავეს

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი დააკავეს.

მიზეზი ოჯახური ძალადობაა. გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცი ცოლს მოკვლით ემუქრებოდა, რა დროსაც 112- ზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დარეკა.

ძალადობა კი ქალზე წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის, სკოლაშიც, რადგან დაკავებულის მეუღლე ამავე სკოლის პედაგოგია.

დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს, გამოძიება ასევე მუშაობს მამაკაცის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულზეც, რა დროსაც მან საკუთარ შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით.

ბრალდებული პირის მეუღლე ამ ეტაპზე დაკითხვაზეა გადაყვანილი. 

კაპანაძეების ოჯახის დანაშაულს და ძალადობას წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი. ოჯახის წევრები ფაქტებზე საუბარს გაურბიან.

შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა და "კურიერის" ინფორმაცია დაადასტურა, რომ 49 წლის მამაკაცი, ოჯახში ძალადობის მუხლით, ნამდვილად არის ბრალდებული.

დღის ამბები