29 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ - ფოთსა და გორში სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,  1-ლი ოქტომბრიდან აჭარის გარდა სწავლა საკლასო ოთახებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით განახლდება.

"ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს, რაც შეეხება ფოთსა და გორს, პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში. იგულისხმება არა მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით კლასები, არამედ მეშვიდედან მეთორმეტეს ჩათვლით," - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

დღის ამბები