29 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ კლინიკურად მართოს პროცესი - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები და საზოგადოება ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდეს.

"ინფიცირებულის რაოდენობა დღეს გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ კლინიკურად მართოს ეს პროცესი და დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის, გავრცელების და შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მესამე, ვირუსის მართვის ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები