29 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 32 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 32 მილიონს გადააჭარბა. მონაცემების სწრაფად ზრდის გამო სახელმწიფოების ნაწილი შეზღუდვებს ისევ ამკაცრებს. ხვალიდან ისრაელის მასშტაბით, ორკვირიანი საყოველთაო კარანტინი დაიწყება.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ქალაქ მარსელში ორშაბათიდან ყველა ბარი და რესტორანი დაიხურება. შეზღუდვების ხელახლა დაწესებას ვარაუდობენ კანადასა და დიდ ბრიტანეთშიც. ინფიცირების მაჩვენებლის მატების მიუხედავად, ბელგია პირველი ოქტომბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებს. გარე სივრცეებში რამდენიმე გამონაკლისის გარდა მოიხსნება პირბადეების ტარების ვალდებულება, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს კი მხოლოდ 7 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში.

გასულ დღე-ღამეში რუსეთში ვირუსის შედეგად 150 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილებს შორის არის რუსეთის დუმის დეპუტატი. ვირუსს 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თურქეთში, ბოლო 24 საათში ეს მაჩვენებელი სომხეთში 4-ით, აზერბაიჯანში კი 2-ით გაიზარდა.

დღის ამბები