29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ახალციხეში COVID-19 სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი გეგმიური ანალიზის დროს დაუდგინდა.

სოფელ უდეში ინფიცირების პირველი შემთხვევაა, ინფიცირების წყარო კი უცნობია. ეპიდემიოლოგებმა კონტაქტების მოძიება დაიწყეს.

კორონავირუსზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - მოხეს, ჭეჭლას და აფიეთის მცხოვრებლებს გამოიკვლევენ.

დღის ამბები