29 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
სტუდენტური ბულინგი - ონლაინ სწავლებისას ლექტორის შეურაცხყოფის ფაქტს შსს შეისწავლის

ონლაინ სწავლებამ ახალი ტენდენცია გამოკვეთა. უხამსი ლექსიკა და ლექტორის შეურაცხყოფა.

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ახალგაზრდები ლექტორს შეურაცხყოფას აყენებენ.

ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას სავარაუდოდ, უნივერსიტეტიდან გარიცხავენ. 

დანარჩენების ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიკვლიოს. სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოძიებას უკვე მიმართა. 

 

დღის ამბები