29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაკავებამდე და სატელეფონო საუბრები დაკავების შემდეგ - რა მასალები აქვს "კურიერს" ტაჯიკი ბიზნესმენისა და პანკისელების დავაზე

საქმის მოგვარების მცდელობა თუ ადამიანის გატაცება გადახდილი თანხის დაბრუნებისთვის -"კურიერმა" ტაჯიკი ბიზნესმენის სავარაუდო გატაცების კადრები და სატელეფონო საუბრის ჩანაწერები მოიპოვა.

მოქმედება თბილისის ცენტრში ხდება და კადრები სათვალთვალო კამერებიდანაა ამოღებული. კადრებში სწორედ ის ავტომანქანები ჩანს, რომლითაც ტაჯიკი ბიზნესმენი და პანკისელები გადაადგილდებოდნენ. 

ამის გარდა, "კურიერს" აქვს 4 ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ გაკეთებული აუდიო ჩანაწერები, სადაც პანკისელი ახალგაზრდები საქმეში პოლიციის ჩართვით უკმაყოფილონი არიან.

არსებული ვიდეო და აუდიო მასალის მიუხედავად, გარკვეული ეჭვები ტაჯიკ ბიზნესმენებზე მაინც რჩება.

ჩვენებები, სადაც ტაჯიკები ამბობენ, რომ გამტაცებლებს არ იცნობენ, განსხვავდება აუდიო ფაილების შინაარსისგან. ამის გარდა, ეჭვებს აჩენს ისიც, რომ ორი ტაჯიკი ბიზნესმენის ჩვენება, საეჭვოდ იდენტურია.

პანკისელების ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულებს მათი კუთვნილი თანხის დაბრუნება სურდათ, ცრუ დასმენით კი ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა წინასწარი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს თავი აარიდეს.

დღის ამბები