29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ნინო ბურჯანაძემ ზუგდიდელებს საკუთარი პროგრამა გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა

პარტია "ერთიანმა საქართველომ" ზუგდიდელებს საკუთარი პროგრამა გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე, რომელიც დადიანების პარკში გაიმართა, შეკრებილებს პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა.

"2003 წლის კამპანია დავიწყეთ სწორედ ზუგდიდიდან. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ადამიანებს უნდა ველაპარაკო იმავე პრობლემებზე, რაზეც ვლაპარაკობდით 10 წლის წინ, 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს. არცერთი ის პრობლემა, რომელიც მაშინ ასე გულს ტკენდა და აწუხებდა ამ ხალხს, მოგვარებული არ არის. მე ნამდვილად მინდა იმედი მივცე ჩვენს სამეგრელოს, ზუგდიდს, ვუთხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზუგდიდი აღარ იყოს ჩიხ​ი,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები