29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
მდინარე რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა

მდინარე რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. ადგილზე რამდენიმე დღეა კლდის ნაწილს შლიან. სამშენებლო სამუშაოების გამო პერიოდულად, რამდენიმე საათით იკეტება ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელი გზა. ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

"ყველას გვეშინია. ამბობენ, რომ საფრთხე იქნება და რამე რომ მოხდეს, ტალღა გადარეცხავს არა მარტო ოფურჩხეთს, არამედ ქუთაისსაც საშიშროება შეექმნებაო"- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით კი, მათ მშენებლობისთვის ყველა საჭირო ნებართვა აქვთ. 

"რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები. არსებობს გარემოს დაცვითი და სამშენებლო ნებართვები, ასევე, სხვადასხვა კონკრეტულ სამუშაოებზე, სადაც არის გათვალისწინებული ცალკეული ნებართვის გაცემა, ასეთი ნებართვებიც გვაქვს და გაცემულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ,"- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. 

დღის ამბები