29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

საუბარის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებას და იმ გამოწვევებს, რომელიც ადგილზე არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

სატელეფონო საუბრის ბოლოსგიორგი გახარიამ შტატების პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

"ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაციის არხი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთვარობებს შორის, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში და მომავალშიც იარსებებს. ცხადია, საელჩო კომუნიკაციის ერთ-ერთი წყაროა საქართველოს მთავრობასთან, თუმცა მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლოა, როცა არსებობს პირდაპირი არხი ამერიკაში გადაწყვეტილების მიმღებებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის იმისთვის, რომ განხილულ იქნას მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მაგალითადად ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია,"კოვიდ-19"-ით გამოწვეული სიტუაცია. ასევე სხვადასხვა გზები თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა, განხილულ იქნა არჩევნების საკითხიც, რადგან ძალიან დიდია ინტერესი. დიდია მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი, გამჭირვალე და წინაზე უკეთესი,"-აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

დღის ამბები