29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" კოალიცია არ დასჭირდება - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" კოალიცია არ დასჭირდება.

მდინარაძე ამბობს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მმართველ პარტიას არსებულ რელობაში ყველაზე კარგ პოლიტიკურ ძალად მიაჩნია

"კოალიცია "ქართულ ოცნებას" არ დასჭირდება, იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ, "ქართული ოცნება" კარგია და საუკეთესოა ყველა შემთხვევაში პოლიტიკურ ველზე მყოფ პარტიებს შორის და პოლიტიკაში მოთამაშე პარტიებს შორის. არამხოლოდ ამიტომ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ამას ასე მიიჩნევს როგორც ახლა მე ვამბობ და ამიტომ თამამად მიწევს ამისი თქმა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ისედაც ვხედავთ თამამ გამონათქვამებს, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება მიიჩნევს, კვლევები ამას ამბობენ, განწყობა ამას ამბობს. ქართული საზოგადოების დიდ უმრავლესობაა მიაჩნია "ქართულ ოცნებაზე" უკეთესი პოლიტიკური ძალა, რომელიც განვითარებაზე, მომავალზე ორიენტირებული და სწორი მენეჯმენტის უნარი აქვს, არ არის დღეს და ამიტომ მისი მხარდაჭერა იმგვარია, რომ ჩვენ კოლაცია არ დაგვჭირდება. ეს არის მოცემულობა. ზოგადად, თუ მაინც ჩამეკითხებით, კოალიციაზე საერთოდ არ არის საუბარი, თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია, პარტნიორობა გამორიცხულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც არიან აშკარად და დაფარულად პრორუსული ძალები. რუსეთის საქმის მკეთებლებიც ვინც არიან, მთელ "ნაცმოძრაობაზე" და მის კლასტერზე სერიოზულად შეგვიძლია ვილაპარაკოთ და არაერთხელ გვისაუბრია უმარავი რუსული საქმით, სიტყვით პროდასავლურები, საქმით რუსული საქმის მაკეთებლები, ჩვენი პარტნიორები ვერასდროს ვერ იქნებიან," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები