29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოკერია გაიქცა და პირველი ჩაეხუტა სააკაშვილს - კახა კუკავა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამჟამინდელი  განცხადებებისა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გიგა ბოკერიას პარტიამ შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია ჩამოაყალიბოს. კუკავა ამბობს, რომ ყოფილი თანაგუნდელები კრიტიკულ მომენტში ერთ პოზიციაზე დგებიან.

აღნიშნული განცხადება კუკავამ "ღამის კურიერში" გააკეთა. 

"ჩვენ ვნახეთ ბოკერია, მთავარი ხომ არის ადამიანის ქმედებები და არა სიტყვა. ჩვენ ვნახეთ, როდესაც იყო მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნების, ბოკერია გაიქცა და პირველი ჩაეხუტა სააკაშვილს, ხომ გვახსოვს ეს. ამიტომაც, ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ წინასაარჩევნოდ, ტაქტიკა და სტრატეგია ერთია, მაგრამ დე გოლი თუ ჩერჩილი ამბობდა, მე მგონი, პოლიტიკოსმა უნდა გასცესო დაპირებები არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ უნდა ახსნას, რატომ არ მოიქცა ისე, როგორც დაპირდა. რა შეუშლის ხელს ბატონ ბოკერიას, ჩვენ გვახსოვს მისი საქმე. ჯერ ორი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ მეორე ტურში გამოუცხადა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ერთი დედისგან ნაშობი, მოქალაქეთა კავშირისგან ნაშობი პოლიტიკური სპექტრი. ისინი ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციაში იქნებიან ერთად. ეს ჟვანია-სააკაშვილის გუნდი, შევარდნაძის გუნდი, რაც არ უნდა დაირქვან, 7 თუ 8 პარტიად არიან დანაწილებული, რა თქმა უნდა, ისინი კრიტიკულ მომენტში იპოვიან საერთო ენას," - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები