29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
გიგა ბოკერიამ თავის კომპასს მიხედოს - ალეკო ელისაშვილი "ევროპული საქართველოს" მოწოდებაზე

"გიგა ბოკერიამ თავის კომპასს მიხედოს" - ასე უპასუხა პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა "ქართულ ოცნებასთან" კოალიცია არ შექმნან და პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს მხარი არ დაუჭირონ.

როგორც ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, პარტიები ან ერთმანეთს ებრძვიან, ან ძალაუფლებისთვის იბრძვიან, მას კი უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება სურს. 

"ბოკერიამ თავის კომპასს მიხედოს, დანარჩენ ხალხს თავი დაანებოს. საერთოდ არ მაინტერესებს ბოკერიას მოწოდებები. თავის თავს მოუწოდონ, თავის თავს მიხედონ. ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დღემდე ებრძვის სააკაშვილს და იბრძვიან იმისთვის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ ძალაუფლებაში დაბრუნდეს, მე, უსინდისო ვიყო, ვიბრძვი, რომ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს თბილისში, უკეთეს საბურთალოზე ვცხოვრობდე"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები