პუტინი ვარაუდობს, რომ ალექსეი ნავალნიმ "ნოვიჩოკის" ჯგუფის საწამლავი შესაძლოა თავად მიიღო, ამის შესახებ ფრანგული გაზეთი LE MONDE წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა, რომელიც 14 სექტემბერს შედგა.
თავისი ვერსია პუტინი იმ არგუმენტით ამყარებს, რომ ნერვულ-პარალიტიკური აგენტის წარმოება ნაკლებად რთულია, ვიდრე ზოგადად ითვლება.
პუტინის თქმით, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე გამოძიება იმის გამო ვერ იწყება, რომ გერმანია და საფრანგეთი რუს სპეციალისტებს ანალიზის შედეგებს არ აწვდიან, ასევე პუტინმა ვარაუდი გამოთქვა, მოწამვლის საქმეში ლატვიური კვალის არსებობზეც.